geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფიზიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

22 ივლისს,  ოთხშაბათს, 14:00 საათზე,  თსუ II კორპუსის 223 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  სამეცნიერო სემინარი.

 

მოხსენების თემა: "კოსმოლოგიური სივრცის არეკვლები და გრავიტაციული ველით ინდუცირებული კირალური კონდენსატი "


მომხსენებელი: გიორგი ტუხაშვილი, პრინსტონის უნივერსიტეტი

 

ფერმიონულ, ნამბუ-იონა-ლასინიო ტიპის, კირალურ კონდენსატს შეუძლია შექმნას კოსმოლოგიურად არეკვლადი სამყარო -- სივრცის შეკუმშვის გლუვი გადასვლა სივრცის გაფართოებაში. კონდენსატს აჩენს გრავიტაციული ურთიერთქმედებები ეფექტურ ქმედებაში, რომელიც მნიშვნელოვანი ხდება "მაღალი" სივრცე-დროის სიმრუდის პირობებში. რადგან კირალური კონდენსატი ვაკუუმური ეფექტია, აღწერილი მექანიზმი ინახავს FRW სივრცის სიმეტრიებს.

 

დაფუძნებულია სტატიებზე: 
1. Phys. Rev. Lett. 131, 091001 (2023) პოლ შტაინჰარტთან ერთად.

2. Phys. Rev. D 109, 043536 (2024)